Wanderer-ის შესახებ

ჩვენი ისტორია, ღირებულებები და გუნდი, რომელიც თქვენი თავგადასავლების უკან დგას.

ჩვენი ისტორია

Wanderer-მოხეტიალე შეიქმნა ერთი მარტივი იდეიდან, რომ საქართველოს ბუნება უნდა შეიცნო ფეხით, ნელა, ხანდახან არცთუ მშვიდად და გააზრებულად. ქვეყანა, სადაც მთები, ტყეები და ხეობები ერთმანეთის გვერდით არსებობს, არ საჭიროებს ხმაურს, სწორი მარშრუტები და ადამიანები ვინც სწორ მარშრუტს გაჩვენებს, საკმარისია

ყველაფერი დაიწყო ჩვეულებრივი ლაშქრობებით: მეგობრებთან ერთად, მცირე ჯგუფებით, რუკებითა და შეცდომებით. დროთა განმავლობაში ეს გზები გადაიქცა გამოცდილებად, გამოცდილება — პასუხისმგებლობად, ხოლო პასუხისმგებლობა — სურვილად, რომ ეს ყველაფერი სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა.

Wanderer არ არის მხოლოდ ტურები. ეს არის უსაფრთხოება, სწორად შერჩეული ტემპი, ბუნების პატივისცემა და სივრცე, სადაც ადამიანს შეუძლია მოწყდეს ყოველდღიურობას და საკუთარ ნაბიჯებს დაუბრუნდეს.

ჩვენი მიზანია, ლაშქრობა საქართველოში იყოს არა უბრალოდ დანიშნულების მიღწევა, არამედ პროცესი — მშვიდი, ორგანიზებული და შინაარსიანი. იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს არა უბრალოდ „წასვლა”, არამედ მოხეტიალე გახდეს.

Wanderer

ჩვენი ღირებულებები

ავთენტური გამოცდილება

ტურისტულ ბილიკს მიღმა მივდივართ, რომ ნამდვილი საქართველო გაჩვენოთ — მისი ხალხი, ტრადიციები და დამალული კუთხეები.

უსაფრთხოება და ნდობა

გამოცდილი გამყოლები, სათანადო აღჭურვილობა, საგანგებო პროტოკოლები. მთებში თქვენი უსაფრთხოებისთვის ვღებულობთ ყველა საჭირო გადაწყვეტილებას და კომპრომისს

მდგრადი ტურიზმი

ვუჭერთ მხარს ადგილობრივ თემებს, ვამცირებთ გარემოზე ზემოქმედებას და ვზრუნავთ, რომ ჩვენი ბილიკები თაობების მანძილზე ხელუხლებელი დარჩეს.

პირადი კავშირი

მცირე ჯგუფები პირად ყურადღებას ნიშნავს. ჩვენ გვახსოვს თქვენი სახელი, თქვენი პრეფერენციები და თქვენი თავგადასავლის სული.

გაიცანით ჩვენი გიდები

ყველა Wanderer თავგადასავლის გული და სული.